თურქეთი ევროპაში ჩასვლის მსურველი მიგრანტებისთვის საზღვარს ღიას ტოვებს, ვიდრე ევროკავშირი არ დააკმაყოფილებს ანკარას მოლოდინს 2016 წლის მიგრაციის ხელშეკრულების შესახებ _ აღნიშნული განცხადება Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა.
ათასობით მიგრანტი ცდილობს ევროკავშირის წევრ საბერძნეთში გადასვლას მას შემდეგ რაც 28 თებერვალს თურქეთმა განაცხადა, რომ მათ საზღვარზე აღარ შეაჩერებს.
საბერძნეთი მიგრანტების შესაჩერებლად ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებს. ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საბერძნეთის უსაფრთხოების ძალების ქმედება დაგმო.
„არ არის სხვაობა ამათ ქმედებებსა და ნაცისტების ნამოქმედარს შორის“,_ განაცხადა ერდოღანმა.