თურქეთმა სირიაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მოქალაქეებს სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომა დაუბლოკა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Twitter, Facebook, და Instagram მიუწვდომელი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეფერხებით მუშაობს YouTube და WhatsApp.
ცნობისთვის, იდლიბში სირიის მიერ გახორციელებულ ავიაიერიშს თურქეთის 33 სამხედრო ემსხვერპლა.