თურქეთში 128 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ბრძანება გასცეს. აღნიშნულ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ბრალდების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს 2016 წელს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან აქვთ კავშირი.
თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის ორგანიზატორად გიულენს ასახელებს და პირობა დადო, რომ გიულენის ქსელს აღმოფხვრის.
გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
მასთან კავშირის ბრალდებით ათასობით ადამიანი დააპატიმრეს და სამსახურებიდან გაუშვეს.