“ნატო-ს ჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა”_აღანიშნული განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დასავლეთს რუსეთის პროვოცირება არ სურს, რის გამოც, საქართველოს ნატოში შესვლაზე შეთანხმებულები არ არიან.
„არ მესმის რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან რატომ არ გავააქტიურეთ საქართველოს წევრობის გეგმა. გვაკრიტიკებენ, რომ რუსეთთან შედარებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ არიან შეთანხმებულნი, რომ მოიწვიონ საქართველო, რადგან მათ არ სურთ რუსეთის პროვოცირება. ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“,_ განაცხადა ჩავუშოღლუმ.