თურქეთის ნაციონალური ავიაკომპანიის Turkish Airlines-ს სახელი შეეცვლება. ინგლისურენოვანი სახელწოდების ნაცვლად, ავიაკომპანიას თურქული სახელი, Türkiye Hava Yolları დაერქმევა.
აღნიშნული ცვლილების ინიციატორი თურქეთის პრეზიდენტი, რაჯეფ თაიფ ერდოღანია
“საერთაშორისო სახელი Turkey აღარ არსებობს, ქვეყნის სახელია Türkiye. დღეიდან ჩვენი თვითმფრინავების ბორტებზე დავწერთ Türkiye Hava Yolları-ს, Turkish Airlines-ის ნაცვლად”. – თქვა ერდორანმა.
რებრენდინგი საერთაშორისო ასპარეზზე თურქეთის სახელის შეცვლას უკავშირდება. Turkey-ს ნაცვლად საერთაშორისო დოკუმენტებში ქვეყნის სახელი Türkiye გახდა. მოთხოვნა სახელის ცვლილების შესახებ ივნისის დასაწყისში გაერომ დააკმაყოფილა.
სიტყვათშეთანხმება Hava Yolları თურქულად ავიახაზებს ნიშნავს.