“ქართული ოცნების” პრივატული ღონისძიება დასრულებულია – რესტორანი “კაკლები” პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კომენტარის გარეშე დატოვა, _ იუწყება “tv პირველი“.
“კადრებში, რომელიც “პირველების” კორესპონდენტმა ექსკლუზიურად გადაიღო, პრემიერთან ერთად მისი მთავრობის წევრებიც ჩანან, მათ შორის კულტურის ახალი მინისტრი, თიკა რუხაძე, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და სხვები.
არცერთმა მათგანმა “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. მეტიც, პრემიერის დაცვა, ცდილობდა ლიზა ლასარეიშვილი პრემიერს არ მიახლოებოდა.
რამდენიმე საათით ადრე, „ქართულმა ოცნებამ” ირაკლი კობახიძის პირით გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს.
უცნობია, უკავშირდება თუ არა თავყრილობა ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებას”, _ იუწყება “tv პირველი“.