თვითმფრინავში, რომელიც ტვერის ოლქში ჩამოვარდა, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ “როსავიაციაში” აცხადებენ.
საინფორმაციო სააგენტო “ტასის” ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა. კერძო თვითმფრინავი მოსკოვიდან პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდა.
რუსული მედია ასევე წერს, რომ ბორტზე პრიგოჟინის მოადგილე, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.