https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„თვითმკვლელობაზეც მიფიქრია, თუმცა დავარდნილი მამიდა მებრალება…“ _ რამდენი ნაბიჯია ტრაგედიამდე

9:05; 23.05.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ქაქუთის (ჭანიეთის თემი) მცხოვრები, 85 წლის ეთერ ტყეშელაშვილი, უკვე სამი წელია, ლოგინადაა ჩავარდნილი. მას ძმისშვილი, დათო ტყეშელაშვილი უვლის. ის მამიდამ გაზარდა ბავშვობიდანვე, რადგან მშობლები ადრე დაშორდნენ.  მარტოხელა  ქალბატონმა იკისრა  ძმისშვილის  მოვლა-პატრონობა მას სემდეგ, რაც მამამ ახალი ოჯახი შექმნა.

ვიდრე ამ ოჯახის  წარმოუდგენელ  გასაჭირზე გიამბობდეთ,  უნდა ვთქვათ, რომ სულისშემძვრელია ჩვენი მისვლისას, დათო ტყეშელაშვილის მიერ, სალამზე ადრე ნათქვამი სიტყვები:   „თვითმკვლელობაზეც მიფიქრია,  თუმცა ლოგინად ჩავარდნილი გამზრდელი მამიდა ვის დავუტოვო? მებრალეობა“…

ჩვენს მკითხველებს  შევახსენებთ, რომ  „გურია ნიუსი“ ეთერ ტყეშელაშვილის გასაჭირზე ჯერ შევარდნაძის მმართველობისას წერდა, ასევე წერდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს და რა თქმა უნდა, ვწერდით ამ ხელისუფლების დროსაც. ორი წლის წინ სოციალურ სამსახურში საყვედურიც კი გვითხრეს, რომ ტყეშელაშვილს განცხადება არ   ჰქონდა დაწერილი და დახმარება როგორ უნდა დანიშვნოდაო…

ეთერ ტყეშელაშვილი დღეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, ლოგინადაა ჩავარდნილი. მეხსიერება ნაწილობრივ დაკარგული აქვს. დრო და დრო ახერხებს, იცნოს თავისი ძმისშვილი.

ერთოთახიანი სახლი, რომელიც მიწურს უფრო ჰგავს, კეთილმოუწყობელია. მათ ყველაზე აუცილებელი საოჯახო ნივთებიც კი არ გააჩნიათ.  ხოლო უმძიმეს ავადმყოფს, რომელსაც ფეხზე დგომა არ შეუძლია, გამოსაცვლელი თეთრეულიც  არ აქვს. ძველი საბნები და ლეიბებიც შემოელიათ.  

ოჯახი  ქალბატონ ეთერის პენსიის ამარაა, რაც თითქმის წამლებს სჭირდება. დათო ტყეშელაშვილს თავისი ოჯახი არ აქვს შექმნილი და მამაკაცს ფაქტიურად მარტო უწევს უმძიმესი ავადმყოფის მოვლა-პატრონობა.

ამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, ორი წლის წინ, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა,  სოციალური დახმარება არ დაენიშნა.

_მესამე წელია, აღარ მივსულვარ სოციალურ სამსახურში. დავიღალე… მაშინ თქვენ რომ მოხვედით და გააშუქეთ. იყვნენ, განცხადება დაწერა მამიდაჩემმა , მაგრამ მაინც უმაღლესი ქულა მივიღეთ. ნუთუ შეიძლება,  ჩვენს მდგომარეობაში მყოფს, ისეთი მაღალი ქულები მიანიჭო, რომ ასეთ დავარდნილ  მოხუცს დახმარება არ დაენიშნოს? იქნებ, ვინმემ, მითხრას, ახალგაზრდა კაცი ხარ და იმუშავეო… სად ვიმუშავო? მოვინდომე, ძლივს   გავზარდე ღორები და უცებ ჭირი  კვლავ გამოჩნდა.  ეზოდან ტრაქტორით  გადავათრიეთ სამი დედა ღორი და 12 გოჭი… ძლივს დავმარხე. ამის შემდეგ, რა გულით უნდა აკეთო საქმე? მეზობლის სკა მყავდა, ფუტკარს საზიაროდ ვუვლიდი, ესეც დამეღუპა… მერე მამიდაჩემი სულ ლოგინად ჩავარდა. ვერ ვშორდები, ქალაქში  პროდუქტის საყიდლად ან ეკლესიაში თუ წავალ და სასწრაფოდ ვბრუნდები უკან.  მოკლედ,  არაერთხელ მიფიქრია თვითმკვლელობაზე…მამიდა მეცოდება, გამზარდა. დავარდნილი ვის იმედად დავტოვო? მოვლა კი არ მეზარება, უბრალოდ, ძალიან მძიმე მოსავლელია   ჩავარდნილი ადამიანი. მირჩევნია, მთელი დღე ქვები ვზიდო შეუსვენებლად… არ ვიცი, რას ვიზამ… მეშინია, დეპრესიაში მე თვითონ არ ჩავვარდე _ გვიამბობს დათო ტყეშელაშვილი და საუბრისას აშკარად ეტყობა, რომ ძალიან ნერვიულობს.

ეთერ ტყეშელაშვილი თავდაპირველად სოფელ ქაქუთის ბოლო წერტილში, სასაფლაოს გვერდით ცხოვრობდა. ამ ოჯახის , ასე ვთქვათ დაღმასვლა, მას  შემდეგ დაიწყო, რაც 90-იან წლებში  იქედან გადმოასახლეს. სოფლის მაშინდელმა მესვეურებმა მას  უთხრეს, რომ სასაფლაოს ფართობს გადიდება სჭირდებოდა და  სთხოვეს, გადასულიყო იმ ადგილზე, სადაც თავად მიუთითეს, ანუ, სადაც დღეს ცხოვრობს. მართალია, ეს ადგილი ბორცვებს შორის მდებარე მცირე მონაკვეთი იყო, თუმცა დაპირდნენ, რომ სამაგიეროდ თანხას შეუგროვებდნენ და   მისცემდნენ. ამ იმედით დასახლდა, როგორც თავად ამბობს,  მცირე მოედანზე, სადაც ერთოთახიანი „ქუხნა“ დაუდგეს. გავიდა დრო და აკრებილი თანხა, როგორც მაშინ ქალბატონი ეთერი გვეუბნებოდა, გაქრა. ამიტომ გამუდმებით  ითხოვდა ან თანხის გადაცემას, ან ძველ ნასახლარზე დაბრუნებას.

აღნიშნულის  თაობაზე  ჩვენ ოცი წლის წინ ვწერდით.  მივმართეთ მაშინდელ გუბერნიის პრესსამსახურს და ქალბატონ   ეთერისთან ერთად, ვიყავით კიდევაც იქ მისული.   ყველგან  და ყოველთვის პირდებოდნენ დახმარებას, თუმცა… დრო გადიოდა და როგორც  ხალხური ანდაზა ამბობს, „გაჭირვებულს არჩევანი არ აქვსო“, ქალბატონ ეთერისაც არ ჰქონდა სხვა არჩევანი. გარდა იმისა, კვლავ  დალოდებოდა, ვინ მიაქცევდა ყურადღებას, ვინ მოიცლიდა მისი მდომარეობის გულთან მისატანად.

 ასე გადიოდა წლები და გაჭირვებულს  ქვა კვლავ აღმართში ეწეოდა. სოციალური დახმარების დანიშვნაზე,  მაღალი ქულებით კვლავ უარი უთხრეს, ქვეყნიერების გასაკვირად…

მერე კი ისიც მოხდა, რომ ქოხს, რომელშიც ცხოვრობენ, სტიქიამ სახურავი ნახევრად გადააძრო.

_მოვიდნენ, გადაუღეს ფოტო, მაგრამ არაფერი. უნდა გაგიჟდე  ადამიანი. იმხელა სახლები გადაუხურეს ხალხს, ჩემი ქოხისთვის სახურავი არავის მორჩა… წავედი, ვიყიდე შიფერი გაჭირვებით და დავახურე… აღარ მინდა არაფერი, საუბარიც კი მიჭირს, _ გვეუბნება დათო ტყეშელაშვილი და წამიერად საღორისკენ გარბის, ორი გოჭი მყავს, საჭმელს მივცემ…იმდენი დამეხოცა, მაგრამ მაინც ვცდილობ, სახლში „საყოლი“ მყავდესო…

ამ წუთებში ტყეშელაშვილების კარმიდამო ასე გამოიყურება: ერთოთახიანი სახლი, გურიაში „ქუხნას“ რომ ეძახიან, დაღუპული ფუტკრის  ყუთები,  ცერცვის ნათესი, მცირე ბოსტანი, ერთი ძაღლი და ორი გოჭი. რაც ყველაზე შემაფოთებელია და  დასანახად შემაძრწუნებელი, ეს არის ადამიანური ყოფის ყველა ნორმიდან ამოგდებული სურათი:   თეთრეულის გარეშე,  ძონძებში მწოლარე მოხუცი, ერთ დროს უწყინარი, წიგნის კითხვის უსაზღვროდ მოყვარული, კეთილშობილი ქალბატონი, ვისაც   ნებისმიერი ადამიანის წარმატება და წინსვლა უხაროდა.  ამ ოჯახში უკვე თეთრეული და  საგებ-სახურავიც არ აქვთ, რომ ავადმყოფს გამოუცვალონ.

ამ ფონზე მართლაც აღმაშფოთებელია  ფაქტი, როცა ისეთ ოჯახებს აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, ტყეშელაშვილების სახლის მსგავსი,  საქათმე თუ აქვთ…

 და მაინც ახლა შიფერსა და საოჯახო ნივთებზე  საუბარი მეორეხარისხოვანია, რადგან ტყეშელაშვილების ოჯახში  ორი ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში – ლოგინად ჩავარდნილი, მძიმე ავადმყოფი მოხუცი, რომელსაც უკვე თეთრეულიც არ აქვს და ნორმალური საკვები. მეორე კი,  ბუნებით მშვიდი, სიტყვაძუნწი ახლაგაზრდა კაცი, რომელსაც  თვითმკვლველობაზე არაერთხელ  დაცდა სიტყვები…

 იქნებ, ტრაგედიამდე ნაბიჯები და წუთები დარჩა?

 საეჭვოა, საქართველოში ასეთი გაჭირვებული კიდევ ცხოვრობდეს. სწუხან მეზობლები, ახლობლები და ყველა ერთმნიშვნელოვნად სვამს კითხვას: მართლაც რა ხდება? რატომ დაყრუვდა ამ ალალმართალი ადამიანების მიმართ სრულიად სამყარო?

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ჭანიეთში,  ირაკლი რამიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ იყო ასეთი შემთხვევა,  თავადაც დააწერინა განცხადება ქალბატონ ეთერის, თუმცა დახმარება მაინც არ დაენიშნა.

_სახურავი რატომ არ მისცეს? დათო ტყეშელაშვილი ამბობს, რომ სტიქიით დაზარალებულ მის სახლს ფოტოები გადაუღეს, დაპირდნენ სახურავს, თუმცა მერე არავინ მისცა…

_ვეცდები, უახლოეს მომავალში  მაინც გადაეცეს. ძალიან ვწუხვარ, მართლაც ცუდი მდგომარეობა აქვთ, _  გვითხრა     მან.                                                                                                                                   

„გურია ნიუსი“ თხოვს როგორც ხელისუფალთ, ისე  ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ქველმოქმედება შეუძლია, დახმარების ხელი გავუწოდოთ   ტყეშელაშვილებს და გადავარჩინოთ ისინი!                 

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7 დეკემბერი, 2025

ზუგდიდში "ქართული ოცნება" შეხვედრას მართავს _ რა საკითხები განიხილება დახურულ კარს მიღმა

აღმოაჩინეს ახალი კორონავირუსი, რომელიც ადამიანებზე ძაღლებიდან გავრცელდა

ყველა სიახლე

ზაფრანი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი 2026 წელს წარმატებულად დაიწყებს

20:16; 7.12.2025
საზოგადოება

რთული მეტეოროლოგიური პირობები- სად შეიზღუდა მოძრაობა

17:28; 7.12.2025
საზოგადოება

წაქცეული ხე ავტომობილს, გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა

16:24; 7.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთელი ახალგაზრდის მორიგი წარმატება

15:54; 7.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი

15:47; 7.12.2025
საზოგადოება

მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

15:42; 7.12.2025
საზოგადოება

“ქალაქიდან გასვლა უკვე პრობლემა გახდა”

15:27; 7.12.2025
საზოგადოება

2024/2025 სასწავლო წლებში სკოლაში სწავლა 9 024-მა მოსწავლემ შეწყვიტა – დეტალები

15:03; 7.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
პოლიტიკა

“საჭიროა საერთაშორისო გამოძიება” – ბარამიძე ქიმიურ ნივთიერებაზე

13:46; 7.12.2025
მსოფლიო

წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

13:02; 7.12.2025
საზოგადოება

“სუს-ის ციფრები ინტოქსიკაციის რეალურ მასშტაბს არ ასახავს”- ქურდოვანიძე

12:29; 7.12.2025
სამართალი

არასრულწლოვანი გოგონები თანატოლ გოგონას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12:20; 7.12.2025
პოლიტიკა

საპროტესტო აქცია თბილისში _ “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება”

12:06; 7.12.2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო