სირიამ საჰაერო სივრცე ჩაკეტა.
როგორც Aljazeera იუწყება, ქვეყანამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კონფლიტქურ რეგიონში თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
თურქული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმმაციით, ჩამოგდებული თვითფრინავი სირიას ეკუთვნის, რასაც სირიის მედია უარყოფს და წერს, რომ თვითმფრინავი თურქულ მხარეს ეკუთვნის.
როგორც სირიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი: „ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც ქვეყნის საჰაერო საზღვარს დაარღვევს, განსაკუთრებით იდლიბის რეგიონში, მტრულად იქნება აღქმული და ჩამოვაგდებთ, რომ მიზანი ვერ შესრულოს“.