ნაბეღლავის საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გამოაკლდა კიდევ ერთი კარგი მასწავლებელი და გამორჩეული პიროვნება იაგორ ანთიძე!

ადამიანი, რომელიც იყო უაღრესად განათლებული, კულტურული, ზრდილობიანი, კეთილშობილი და ბევრი დადებითი თვისებით შემკული!
იაგორ ანთიძე ნაბეღლავის საჯარო სკოლაში წლების განმავლობაში მუშაობდა ჯერ სამხედრო სწავლების, შემდეგ კი სამოქალაქო განათლების პედაგოგად! ის გამოირჩეოდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და ბავშვებისადმი უდიდესი სიყვარულით! კოლეგების მიმართ იყო ძალიან მეგობრული და ამავდროულად საინტერესოდ მოსაუბრე! ამ ყველაფერთან ერთად ის იყო ძალიან ლამაზი ოჯახის კარგი მეუღლე, მამა და შვილიშვილების უზომოდ მოყვარული და მზრუნველი ბაბუა!
იაგო მასწავლებელო, თქვენ დააკლდებით არა მარტო თქვენს საყვარელ ოჯახს, არამედ ჩვენს სკოლას და ნაბეღლავის და ჩოხატაურის საზოგადოებას!
ძალიან დაგვწყვიტეთ გული! მსუბუქი იყოს თქვენს გულზე დაყრილი მიწა! უფალმა გაანათლოს თქვენი ლამაზი სული და მარადიული სასუფეველი დაგიმკვიდროთ!
ყოველთვის პატივისცემით და სიყვარულით გაგიხსენებთ! _ წერია ნაბეღლავის საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს ოჯახს და ახლობლებს ბატონი იაგოის გარდაცვალების გამო.






























































