მეცნიერთა ნაწილი დინოზავრების ერის დაბრუნებას არ გამორიცხავს. ახალი თეორია გლობალურ დათბობას უკავშირდება. სპეციალისტთა აზრით, კლიმატურმა ცვლილებემა შესაძლოა ხელი შეუწყოს სრულიად ახალი სახეობების წარმოშობას და ასევე ქვეწარმავლების: ნიანგის, ხვლიკისა და კუს სხეულის ზომის საგრძნობ ზრდას.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი პატრისია ჰილარდი ამბობს, რომ თუ გლობალური დათბობა ვერ შეჩერდება, დედამიწას გიგანტური რეპტილიების მორიგი შემოსევა ელის. მათი სხეულის ზომა კი კლიმატის ხასიათზეა დამოკიდებული.
ნებრასკის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯეისონ ჰედი აღნიშნავს, რომ გარემოში, სადაც თბილი კლიმატია, ძუძუმწოვრები რეპტილიებთან შედარებით საკუთარ უპირატესობას კარგავენ, რადგან სხეულის ტემპერატურის რეგულირების უნარი იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის. ამასთან, ცივსისხლიან ცხოველებს გაცილებით ნაკლები საკვები სჭირდებათ, რაც ცხელი კლიმატის სასტიკ პირობებში მათი გადარჩენის შანსს ზრდის.
ავტორი