კითხვაზე, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს ქარიხშალი უახლოვდება, რამდენად რეალურია? გარემოს ეროვნული სინოპტიკოსები ამბობენ, რომ „ცნობა ქარიშხლის შესახებ გადაჭარბებულია“.
„არანაირი ქარიშხალი საქართველოს არ უახლოვდება, მსგავსი რამ გამორიცხულია. ჩვეულებრივად როგორც ხშირად ხდება ხოლმე და თბილისისთვის არის დამახასიათებელი, ამას არ გასცდება. საერთოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერება ტემპერატურაზე მოქმედებს… 2-დან ველოდებით ტემპერატურის მატებას“ – ამბობს სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი ambebi.ge-სთან.
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის თქმით, კი „თითქოს საქართველოს გრიგალი უახლოვდება არის სიცრუე, ამბის გამავრცელებელი კი მდაბიო“.