უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისს აუქმებს.
„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები:
თბილისი-ბათუმი (802),
თბილისი-ზუგდიდი (870),
თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
ბათუმი-თბილისი (803),
ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
ფოთი-თბილისი (873),
ხაშური-ზესტაფონი (6446)
ზესტაფონი-ხაშური (6417).
გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – წერია განცხადებაში.