ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სურებს უამინდობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც “გურია ნიუსს” “ენერგო პრო-ჯორჯიაში” განუცხადეს, შესაბამისი სამუშაოების დასაწყებად გზის გაწმენდას ელოდებიან.
ინფორმაციისთვის, უკვე სამი დღეა, ჩოხატაურში გადაუღებლად თოვს. ინტენსიურად იწმინდება გზები დაბაშიც და მიმდებარე სოფლებში, თუმცა ამის მიუხედავად პერიოდულად ტრანსპორტის მოძრაობა მაინც ფერხდება.