უბედურ შემთხვევას ხულოში ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა სოფელ ვაშლოვანში მოხდა.
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.