დაახლოებით, ერთი საათის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, „გოგორეთის“ უბანში შუა ხნის მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
როგორც „გურია ნიუსს“ შეატყობინეს, 50 წლის მამაკაცი წყლის ავზზე ავიდა, საიდანაც კრაზანების ბუდის განადგურება უნდოდა, მას ფეხი დაუსხლტა და სიმაღლიდან ჩამოვარდა.
მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მაგრამ როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით მდინარაძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, საავადმყოფოში მიყვანისას ის უკვე გვამი იყო.