ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში. როგორც „გურია ნიუსს“ ადგილობრივები უყვებიან, არასრულწლოვანი სავარაუდოდ ფოთში სტუმრად იმყოფებოდა. მდინარეში შეცურა, დინებამ გაიტაცა და დაიხრჩო. ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.