ცნობილი გახდა, რომ უბერებელი ამერიკელი მომღერალი შერი ამჟამად ურთიერთობაშია ალექსანდრ ედვარდსთან, რომელსაც შარშან პარიზის მოდის კვირეულზე შეხვდა.
წყვილი მარტის თვეში უკვე ერთად გამოჩნდა ვერსაჩეს 2023 წლის საშემოდგომო ჩვენებაზე.
შერის მტკიცებით, არ უყვარს, როცა ადამიანს „არაჩვეულებრივს“ უწოდებენ, თუმცა, თვითონ სწორედ ასე აფასებს პარტნიორს. მუსიკოსი ასევე ამბობს, რომ მათ ურთიერთობაზე დაწყებული მითქმა-მოთქმის შესახებაც სმენია – ეს კი დიდწილად წყვილს შორის 40-წლიან ასაკობრივ სხვაობას უკავშირდება. თუმცა, შერის თქმით, ეს არც აოცებს და არც ადარდებს.
“როცა ბედნიერი ხარ, იმაზე არ უნდა გეფიქრებოდეს, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი ბედნიერება. ამ წუთებით უნდა დატკბე”, – განაცხადა მომღერალმა.
ავტორი