ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პოსტს ავრცელებს და საგადასახადო სამსახურს საჯაროდ მიმართავს:
“უბრალოდ ამას ვერ გავატარებ!
მივმართავ საგადასახადო სამსახურს!
გუშინ სტუმრები მყავდა მცხეთაში,სუვენირების დახლები დაცარიელებული დამხვდა, ხოლო ხალხი ატირებული…
-რა გჭირთ? ვიკითხე მე
-როგორც მტრების ურდო ისი გვივარდება საგადასახადო და გვაწიოკებს, არადა სეზონი ახლა დაიწყო, ორი წელია ისედაც სამარილეც კი არ გაყიდულა, ყველას პატარა ბავშვები და საბანკო ვალები გვაქვს-მიპასუხა ერთმა ქალბატონმა
-გვაწიოკებენ და თითო ჭიქა ჭაჭაზე საბუთს ითხოვენ-ზლუქუნებდა თექვეტიოდე წლის მოზარდი
-აი მოვა არჩევნები და ნახონ მერე!-აღმოხდა იქვე მდგომ მოხუცს.
ახლა მე თქვენ გეკითხებით, ვის ინტერესებშია ხალხის ასე დამცირება????
მშვენივრად იცით, რომ იგივე ევროპაში, პოსტპანდემიურ პერიოდში ბევრ რამეზე დახუჭეს თვალი!
რას ერჩით მცირე ბიზნესს, რას ერჩით უბრალო, მშრომელ ხალხს,
ვინ არის დღეს პრემიერის მტერი????
საკითხავი აი ეს არის!” _ წერს მოროშკინა.