ცოტა ხნის წინ, ნორვეგიელმა კაცმა თავის ფერმაში ვიკინგების ხანის იშვიათი ხმალი აღმოაჩინა, რომელიც, სავარაუდოდ, 1000 წლისაა.
ფერმერი ადგილობრივ არქეოლოგებს დაუკავშირდა. არქეოლოგებმა ხმალი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ის ვიკინგების პერიოდიდანაა.
მკვლევრების თქმით, ხმალი უიშვიათესი ეგზემპლარია. როგორც ჩანს, ის ფრანკული წარმოშობისაა, რომელიც ცნობილია როგორც „Ulfberht“ ხმლები. ამ ხმლებს პირის გასწვრივ საინტერესო წარწერები აქვთ ხოლმე.
ხმლის სიგრძე დაახლოებით 37 სანტიმეტრია. მას ნაწილი აკლია, მაგრამ არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ის მაინც ძალიან კარგად არის შემონახული.
არქეოლოგების ვარაუდით, ხმალი დაახლოებით 1 000 წელს დამზადდა.
































































