ცოტა ხნის წინ, ინგლისში, მეორადი საოჯახო ნივთების მაღაზიაში, ქალმა 5.22 გირვანქა სტერლინგად იყიდა სკამი, რომელიც მოგვიანებით, აუქციონზე, 21,000 დოლარად გაყიდა.
„როდესაც სკამი სახლში მივიტანე, კარგად დავათვალიერე და ვიფიქრე, რომ ის ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. ელექტრონული ფოსტით მივწერე V&A მუზეუმს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. შემდეგ, მივმართე დიზაინის სპეციალისტ ჯონ ბლექს, რომელმაც მყისიერად მიპასუხა“, – ამბობს ქალი, რომლის ვინაობასაც მედია არ ასაჯაროებს.
სპეციალისტმა დაადგინა, რომ სკამი 1902 წელს ავსტრიელმა არტისტმა კოლომან მოზერმა შექმნა.
ხისა და ნაქსოვი თოკებით დამზადებული სკამი აუქციონზე 21,874.12 დოლარად გაიყიდა.
ავტორი