ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების აუდიტორული დასკვნის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც შპს “ლაზიკა აუდიტის” მიერ შედგენილ დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიის აუდიტორების მიერ შემოწმებულ ყველა საბუთში “როგორც ფორმის, ასევე შინაარსის მიხედვით, უჩვეულო გადახრები არ გამოვლინდა”.
“ჩვენ მიერ შემოწმდა სუბსიდირებული თანხების მოძრაობა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ–ების მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ანგარიშგების და ინვენტარიზაციის მასალების საფუძველზე. ინვენტარიზაცია ფაქტიურად არაა ჩატარებულო. ბუღალტრულ ანგარიშგებაში მნიშვნელოვანო ხარვეზებია, არის შეუსაბამო მონაცემები“, _ აღნიშნულია დასკვნაში.
ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია რომ ბუღალტრებს შესაბამისი მითითებები მიეცათ.
აუდიტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციას აძლევს, რომ სრულყოფილად ჩატარდეს ინვენტარიზაცია და გასწორდეს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპებსა და შპს-ებში ბუღალტრული ანგარიშგება და ინვენტარიზაცია განსაკუთრებით ჩამოწერების ნაწილში.