“31წელი უშენოდ, ჩემო გმირო, უდიდესი მონატრება, უდიდესი ტკივილი… უდიდესი სიამაყეა, რომ შენ ჩემი დეიდა ხარ.“ – წერს სოციალურ ქსელში 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნინო თოიძის დისშვილი, ირმა სალუქვაძე.
“მიყვარხარ ნინო და მენატრები უსაზღვროდ. ვიცი, რომ შენი სახელი ისტორიას დარჩება და არასოდეს დაგივიწყებს ქართველი ერი…“ – დაწერა ირმა სალუქვაძემ.