უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა. ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში twitter -ზე წერს.
“Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ”, – წერია დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ანონიმუსი( Anonymous) დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Anonymous-ის სამიზნე რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, Russia Today (RT) გახდა, რის შედეგად RT-ის ვებ-გვერდი გაითიშა.
აღსანიშნავია, რომ 24 თებერვალს გაითიშა კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი, Kremlin.ru და სხვა სამთავრობო ორგანოების ვებ-გვერდებიც, მათ შორის, რუსეთის დუმის საიტი – Duma.gov.ru ვებ-გვერდების გათიშვის ზუსტი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა შესაძლებელია, რომ რუსეთის სამთავრობო სისტემები კიბერშეტევის სამიზნე გამხდარიყო, თავდასხმის მიღმა კი Anonymos-ის წევრები ყოფილიყვნენ.
[sexy_author_bio]