ტიამინი, ანუ ვიტამინი B1 აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვის, სუნთქვის რეგულირებისა და ყველა სახის (როგორც ცილოვანის, ასევე, ნახშირწყლოვანის, ცხიმოვანისა და მინერალურის), ნივთიერებათა ცვლისთვის.
ვიტამინი B1, სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, საკმაოდ მყარია, კარგად იტანს გაცხელებას. პროდუქტების დამუშავებისას იკარგება B1 ვიტამინის მხოლოდ დაახლოებით 30 პროცენტი, მაგრამ, ხანგრძლივი ხარშვისა და ლითონებთან კონტაქტის დროს იშლება.
ტიამინის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ტვინის უჯრედების სიკვდილი. ამ დროს ადამიანი ხდება გულმავიწყი, ნაკლებყურადღებიანი. ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებს თითქმის საერთოდ არ აღენიშნებათ სისხლში ტიამინი.
თუ გსურთ, გაიგოთ, კარგად დააკვირდით საკუთარ თავს: ყველაფერი იწყება დაღლილობის შეგრძნებით, გაღიზიანებით, უმადობით, უძილობით, ჰაერის უკმარისობით, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებით.
B1 ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს: ღორის ხორცი, თხილი, ხორბლის პური, მიწის თხილი, ნუში, გარგარი, წითელი ჭარხალი, სტაფილო, ხახვი, კომბოსტო, ასკილი, კარტოფილი, რძე, კვერცხი, ისპანახი და თალგამი.
ავტორი