თბილისში, უძოს მონასტრიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრში, 31 წლის მამაკაცი ციცაბო დაღმართიდან ველოსიპედით დაგორდა.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, შემთხვევის ადგილზე 1 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა. მეხანძრე – მაშველებმა დაშავებული საკაცით ამოიყვანეს. ის სხეულის დაზიანებებით სტაციონარშია გადაყვანილი.