ევროპის საფეხბურთო ასოციციამ (UEFA), კორონავირუსის გამო, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის ყველა მატჩის თარიღი გადასწია, რომლებიც მომავალ კვირაში უნდა გამართულიყო.
ესენია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩები (რეალი _ მანჩესტერ სიტი, ბარსელონა _ ნაპოლი, იუვენტუსი _ ლიონი, ბავარია _ ჩელსი), ასევე, ევროპის ლიგის მერვედფინალური მატჩები.