“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ქალბატონი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, სტიქის დროს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი სურებიდან გადმოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი, გარდაიცვალა.
როგორც “გურია ნიუსი” წერდა, უგზოობის გამო სოფელში ვერ ავიდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანა. ავადმყოფი ქალბატონი ჩამოწოლილი მეწყერის ერთი მხრიდან სასწრაფო დახმარების მანქანამდე სახელდახელოდ საკაცით გადაიყვანეს.
“სამწუხაროდ, გარდაიცვალა. როგორც ვიცი, გუშინ მოხდა ეს ამბავი. ბათუმში ჰყავდათ საავადმყოფოში”, _ გვითხრა ჩოხატაურის გამგებლის წარმომადგენელმა ზემო სურებში მზია ბარამიძემ.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.