„უჰაერო სასამართლო” _ აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 8 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას ბრალდებულები და მათი ადვოკატები არ დაესწრნენ და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
სასამართლო სხდომა პატარა დარბაზში ჩატარდა, ამან ჭყლეტვა და უჰაერობა გამოიწვია, რის გამოც ერთ-ერთი პატიმარი შეუძლოდ გახდა.