დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმა საკუთარი ხილისა და ბოსტნეულის მაღაზია დახურა. ეს მაღაზია მან რამდენიმე წლის წინ გახსნა. პრინცი იძულებული გახდა, ვაჭრობის გაგრძელებაზე უარი ეთქვა, რადგან მაღაზიამ პროდუქტების მიწოდების ონლაინმომსახურებასა და სუპერმარკეტებს კონკურენცია ვერ გაუწია.
პრინცის მაღაზიაში ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი იყიდებოდა. მაღაზია იმითაც იყო საინტერესო, რომ აქ უჩვეულო ფორმისა და ზომის ბოსტნეულსაც ნახავდით. ასეთ პროდუქციაზე, კი როგორც წესი, მსხვილი სუპერმარკეტები უარს ამბობენ.
პრინცის ახლობლის თქმით, ჩარლზს ამ მისთვის რთული გადაწყვეტილების მიღებამ ძალიან დასწყვიტა გული, რადგან საკუთარი ბიზნესის წარმატების იმედი ჰქონდა, თანაც ბიზნესსაქმიანობაში ეს მისი პირველი ხელმოცარვაა.