ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას twitter-ზე ეხმაურება და მომხდარს აბსურდულს უწოდებს.
“ეს აბსურდული სამართალია. დასავლეთის მოთმინებამ, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში უკუსვლის მიმართ, შესაძლოა უფრო და უფრო დაიწიოს”,– წერს უილიამ კორტნი.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. “რუსთავი 2-ის” საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
ავტორი