დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი, დარწმუნებული იყო ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობაში.
მან მითითება მისცა ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს, 50 წლით მაინც დაემალათ საზოგადოებისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს მათი თვითმფრინავის ამოუცნობ მფრინავ აპარატთან შეხვედრის ფაქტი. ამით იგი „მასობრივი პანიკის“ თავიდან აცილებას ცდილობდა.
ამას ამტკიცებს დიდი ბრიტანეთის ნაციონალურ არქივებში დაცული და ახლა უკვე გახსნილი დოკუმენტები – სულ სააშკარაოზე გამოტანილია 18 საქმე. საქმეებში ჩაკერებულია მოხსენებები, წერილები და ნახატები, აგრეთვე, პარლამენტის სხდომების სტენოგრამები – სულ 5 ათას გვერდზე მეტი.
ჯერ კიდევ 23 წლის წინ, 1999 წელს ქალაქ ლესტერის (ინგლისი) მცხოვრებმა, რომელმაც თავისი გვარი არ დაასახელა, განაცხადა, რომ მისი ბაბუა ომის დროს პრემიერ-მინისტრის დაცვაში მუშაობდა და, იმავდროულად, მსახურობდა ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალებში.
ეს ადამიანი ესწრებოდა ამერიკელი გენერლის – დუაიტ ეიზენჰაუერის შეხვედრას ჩერჩილთან და თავისი ყურით მოისმინა ჩერჩილის მოთხოვნა, გაესაიდუმლოებინათ ამოუცნობ ობიექტთან საჰაერო ინციდენტის შესახებ მოხსენება და ყველა მონაცემი, „ვინაიდან, ამან, შეიძლება, გამოიწვიოს პანიკა მოსახლეობაში და შეარყიოს რწმენა ეკლესიისადმი“. ლაპარაკი იყო ამბავზე, რომელიც ერთ-ერთ მფრინავ-მზვერავს შეემთხვა – დავალებიდან დაბრუნებისას გერმანიისა თუ საფრანგეთის საჰაერო სივრცეში ის ამოუცნობ მფრინავ ობიექტს შეხვდა.
ავტორი