გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
“2 დაურეგისტრირებელი, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანასა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში.
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელ სახლთან მდებარე ფარდულში ჰქონდა განთავსებული. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია წიფლისა და თხმელას (მურყანი) სახეობის, ჯამში 65 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.