თბილისში უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“თბილისში, მტკვრის სანაპიროზე, მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას. თევზჭერის უკანონო იარაღები დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები.
ამასთან, მეტეხის ხიდის მიმდებარედ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 50 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე დაილუქა”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.