უკანონო თევზჭერის ფაქტები გურიაში – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევები დაბა ურეკში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
“ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში დაახლოებით 3000 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, საბურავებისგან დამზადებული 10 ერთეული თევზმახე, ე.წ. ოჩხი, 9 ერთეული ე.წ. გოდორი და 4 ერთეული ხოლიხი ტიპის ბადე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია”,_ აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.































































