გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
“ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, მოქალაქე თევზჭერას ელექტროშოკური აპარატით ახორციელებდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 0,5 კილოგრამი ოდენობის შერეული სახეობის თევზი.
სამართალდამრღვევს თევზჭერის უკანონო იარაღი და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.