გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 216 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, 143 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 73 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 21 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი, 30-30 ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლსა და აჭარაში. 29 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 25 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლშიც – 25, სამცხე-ჯავახეთში – 21, იმერეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 19, გურიაში – 13, მცხეთა-მთიანეთში კი, 4 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 410 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 66 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, ამოღებულია 7 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.