გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.
“მოქალაქეები, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული 80 ერთეულამდე ნაძვის სახეობის ხე-მცენარის უკანონო რეალიზაციას ახდენდნენ. დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, წიწვოვანი ხე-მცენარეები დალუქეს და შესაბამისი აქტები შეადგინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეები მოიპოვონ მხოლოდ კანონის ფარგლებში – სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან შეიძინონ იმპორტირებული ნაძვები. კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს”,_ ნათქვამია განცხადებაში.