რეჟისორმა მაკა ბურდულმა ერთხელ საკუთარი მშობლები მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
„ფილმიდან „ჩვენი ეზო“ ალბათ გახსოვთ წვიმაში გალუმპული გიორგი შენგელაიას ცეკვა. სინამდვილეში კი გუჯა ბურდული ცეკვავს, რაც ფილმში, ცხადია, არ ჩანს.
ალბათ გული მწყდებოდა ეს ფაქტი ინკოგნიტოდ რომ რჩებოდა და ბავშვობაში ჩვენი ეზო მართლა შევყარე: გიორგი შენგელაია რომ ცეკვავს ფილმში „ჩვენი ეზო“, ის მამაჩემია–მეთქი.
ბავშვებმა კი ერთხმად და შეცდომით მიიტანეს სახლში ამბები – ბიძია გუჯამ თუ გაიგო, მოჰკლავს მაკას, ასეთი ცნობილი მსახიობის შვილია და მაინც გიორგი შენგელაიას მამობას იბრალებსო“.
ავტორი