უხვი ნალექის გამო კახეთში მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კალაპოტიდან გადმოვიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შაშიანის და ვაზისუბნის ხევები და სავარგულები დატბორა.
გადაუღებელი წვიმების გამო ასევე კალაპოტიდან გადმოვიდა და გზაზე მოედინება გურჯაანში არსებული ,,ნავთის ხევი”.
გარდა ამისა, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივების თქმით, ადიდებულია მდინარე ალაზანი. მოვარდნილმა წყალმა გაარღვია დამცავი ჯებირები და დატბორა სოფელ ქვემო ალვანის შესასვლელი და სამეურნეო სავარგულები.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ადიდებული მდინარე მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის რაც შეეხება ყველა შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და დაიწყება სამუშაოები.
გადაუღებელი წვიმების გამო კახეთში თითქმის ყველა მდინარე ადიდებულია.
ვრცლად: knews.ge