უხვი ნალექი იყო წუხელ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
ირკვევა, რომ ძლიერმა წვიმამ ისევ ხიდის გარეშე დატოვა სოფელ ხორეთის მოსახლეობა.
ცნობისთვის, აქ არსებული ხიდი რვა სექტემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად ჩაინგრა და იქვე მიმდებარედ დროებითი ხიდი მოეწყო. თუმცა, აღმოჩნდა რომ ამ ხიდმა პირველივე უხვ ნალექს ვერ გაუძლო.