მიმდინარე და გასულ წელს აზიური ფაროსანა სასათბურე მეურნეობებში არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს.
ნიკოლოზ მესხის თქმით, აზიური ფაროსანა დახურულ გრუნტში საფრთხედ არ მიიჩნევა. მისი განმარტებით, სათბურები თავიანთი აღჭურვილობით დიდი ზომის მწერებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს.
როგორ უნდა იმოქმედოს ფერმერმა, თუკი აზიური ფაროსანა მაინც მოახერხებს სათბურში შეღწევას? ნიკოლოზ მესხი ამ შემთხვევაში, დახურული გრუნტისთვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პრეპარატების შესაბამისი წესების დაცვით გამოყენებას გვირჩევს.
სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.