დღეს უკრაინა მიიღებს 3 მილიარდ ევროს ჩვენი სესხიდან, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული თანხებით დაიფარება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, _ იუწყება ipn.ge.
კალასის თქმით, ომი რუსეთმა დაიწყო და ამიტომ ამის ფასი მან უნდა გადაიხადოს.
„ეს დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას და გაათავისუფლებს უკრაინის ფულს თავდაცვისთვის“, – წერს კაია კალასი.