უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი და მისი პარტნიორები ყველაფერს ერთად აკეთებენ, რომ რუსეთმა “რაც შეიძლება მალე” წააგოს ომი უკრაინასთან.
„დღეს არის კიდევ ერთი რამშტეინის დღე, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ჯგუფის შეხვედრა… ჩვენ მივიღეთ რეგულარული მტკიცე გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის დასაცავად და ჩვენი მეომრების გაძლიერების თაობაზე“, – თქვა ზელენსკიმ სატელევიზიო მიმართვაში.
მისი თქმით, უკრაინის პარტნიორებმა დაადასტურეს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, ტანკები, არტილერია და წვრთნა ქვეყნის სამხედროებისთვის.
სამშაბათს ბრიუსელში გაიმართა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეცხრე შეხვედრა, რომელიც შედგება 54 ქვეყნის ალიანსისგან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის დაცვას რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ საპასუხოდ.