უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში განახლდა. ამის შესახებ BBC წერს
როგორც ტელეკომპანია წერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ შეხვედრაში სამუშაო ქვეჯგუფებიც მონაწილეობენ, მან შეხვდრის ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს
“ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით. ჩვენი პოზიციები ყირიმსა და დონბასზე უცვლელი რჩება”- თქვა მედინსკიმ.
მხარეებს შორის ბოლო მოლაპარაკებები 29 მარტს, სტამბოლში გაიმართა.