უკრაინა საერთაშორისო ტერიტორიული თავდაცვის ლეგიონს ქმნის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა და უკრაინის მეგობარი ქვეყნების მოქალაქეებს მიმართა.
“უკრაინელებს აქვთ გამბედაობა დაიცვან თავიანთი სამშობლო, დაიცვან ევროპა, დაიცვან ცივილიზაციის ღირებულებები. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ეს არის ომის დასაწყისი ევროპის წინააღმდეგ, ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების, კონტინენტზე თანაარსებობის ყველა წესის საწინააღმდეგოდ. ყველას, ვისაც სურს შეუერთდეს ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების დაცვას, შეუძლია მოვიდეს და გვერდში დაუდგეს უკრაინელებს XXI საუკუნის დამპყრობლების წინააღმდეგ”,_ განაცხადა ზელენსკიმ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გაწევრიანების მსურველებმა უნდა მიმართონ თავიანთ ქვეყანაში არსებულ უკრაინის თავდაცვის საელჩოს.