ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 20 ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა, ასევე ჩამოაგდეს საკრუიზო რაკეტა და სუ-34 გამანადგურებელი.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს, იუწყება Ukrinform.
გავრცელებული ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის რეგიონში საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ასევე ჩამოაგდეს საკრუიზო რაკეტა, ხარკოვის რაიონში კი სუ-34 გამანადგურებელი-ბომბდამშენი. რადიოშეტყობინებებიდან ჩანს, რომ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა.