კორონავირუსის შემთხვევების გაურესების გამო, უკრაინა უცხოელებისთვის საზღვარს 29 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე კეტავს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის უკრაინის საზღვრები დღეს 00:00 საათიდან ჩაიკეტება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა სატრანსპორტო საშუალებების მგზავრებს, პირებს, რომლებსაც მუდმივი ბინადრობა აქვთ უკრაინაში, დიპლომატებსა და სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების წევრებს არ აეკრძალება.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში COVID-19-ით სულ 19 116 978 ადამიანია ინფიცირებული, 2 492 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.