უკრაინამ და რუსეთმა მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მესამე გაცვალეს ტყვეები. უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკი წერს, რომ გათავისუფლებულია სულ უკრაინის 26 მოქალაქე.
“თორმეტი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე ბრუნდება სახლში, მათ შორის ერთი ოფიცერი ქალი. ასევე გავათავისუფლეთ 14 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 9 ქალი”, _ წერს ვერეშჩუკი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.