შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მისი ქვეყნის მოსალოდნელი კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ დაიწყო.
როგორც BBC იუწყება, უკრაინა აცხადებს, რომ მან გაათავისუფლა სამი სოფელი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის მეზობელ დასახლებებში ბლახოდატნესა და ნესკუჩნეში გამარჯვებას ზეიმობენ.
კიევის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ახლომდებარე მაკარივკაც აიღეს.
მოსკოვს ჯერ არ დაუდასტურებია რომელიმე სოფლის დაცემა, სამაგიეროდ, რეგიონში უკრაინის თავდასხმების მოგერიებაზე საუბრობს.